მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ნიურნბერგი“ გერმანიის თასს 1/32-ფინალში გამოეთიშა. ნიურნბერგელები სტუმრად რანგით მეოთხე ლიგის „ილერტისენს“ შეხვდნენ და მატჩის როგორც ძირითადმა, ასევე დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 3:3. პენალტების სერიაში მასპინძლებმა 6:5 გაიმარჯვეს. „ნიურნბერგში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თერთმეტმეტრიანების შესრულების დროს თავისი შანსი ვერ გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი





