ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ რიგებში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „როდეზს“ 4:0 აჯობა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 82-ე წუთი დაჰყო.
79-ე წუთზე, როცა „სენტ-ეტიენი“ 3:0 იგებდნენ, კარგი კომბინაციის შემდეგ, ბოაკიემ მეკარესთან პირისპირ დავითაშვილი გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. ორი ტურის შემდეგ, „სენტ-ეტიენი“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





