„ხეტაფე“ „სელტას“ დაუზავდა – საზონოვი არ ათამაშეს

0
0

„ხეტაფემ“, რომელსაც საბა საზონოვი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეურთდა, ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში შინ ვიგოს „სელტას“ ვერ მოუგო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და ამჯერად არ უთამაშია. მატჩის 21-ე წუთზე მასპინძლები სატრიანომ დააწინაურა. 67-ე წუთზე მცველმა რომერომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ხეტაფე“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
57-ე წუთზე „სელტადან“ ანგარიში სტარფელტმა გაათანაბრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ხეტაფე“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნიორ ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი