ყაზაიშვილი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

0
13

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მე-14 გოლი გაიტანა. 21-ს ტურში „შანდუნი“ სტუმრად „შენჟენს“ შეხვდა და 3:1 აჯობა.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა – 2:0. მის ანგარიშზე 14 გოლის გარდა, ასევე 4 საგოლე გადაცემაა. ყაზაიშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებისთვის ბრძოლაში „ბეიჯინგის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუს ჩამორჩება, რომელმაც 16 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი