დონარუმა პსჟ-დან წავიდა

0
35

ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენიდან“ წავიდა. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა:
„პსჟ-ს ძვირფასო გულშემატკივრებო. აქ მოსვლის პირველი დღიდან მოედამზე და მის გარეთ ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა საკუთარი ადგილი დამემსახურებინა და გუნდის კარი დამეცვა. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ შემიძლია გუნდის ნაწილი ვიყო და მის წარმატებში ჩემი წვლილი შევიტანო. იმედგაცრუებული და დათრგუნული ვარ.
იმედია, საშუალება მექნება კიდევ ერთხელ შეგზედოთ თვალებში „პარკ დე პრენსზე“ და შესაფერისად დაგემშვიდობოთ. თუ ასე არ მოხდება, მინდა იცოდეთ – თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავს, რაც არასოდეს დამავიწყდება. ყოველთვის მემახსოვრება ყველა ემოცია, ზღაპრული საღამოები და თქვენ, ვინც მაიძულეთ თავი როგორც საკუთარ სახლში ისე მეგრძნო.
ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მეორე ოჯახია მადლობას ვუხდი თითოეული ბრძოლისთვის, სიცილისთვის და მომენტისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. თქვენ ყოველთვის ჩემს ძმებად დარჩებით. ამ კლუბში თამაში და პარიზში ცხოვრება ჩემთვის დიდი პატივი იყო“..
დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობდა. განვლილ პერიოდში მან ყველა ტურნირში 161-ჯერ ითამაშა და 56 მატჩში გოლი არ გაუშვა. 26 წლის იტალიელმა პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1 ოთხჯერ, საფრანგეთის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი