მექვაბიშვილის საგოლე გადაცემა და ლიდერობა რუმინეთში

0
13

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობა სამამდე გაზარდა. რუმინეთი სუპერლიგის მე-5 ტურში კრაიოველებმა „ჰერმანშტადტს“ უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს. მატჩში ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე რომანჩუკმა დაახლოებით 25 მეტრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ გაიტანა. მექვაბიშვილი 87-ე წუთზე შეცვალეს. 5 ტურის შემდეგ „უნივერსიტატია“ 13 ქულით 16-გუნდიან სუპერლიგაში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი