გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველად დამარცხდა. მოქმედი ჩემპინი შინ ვენის „რაპიდს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „რაპიდის“ ფეხბურთელმა მარსელინმა ბურთი თავის კარში გაიტანა. 67-ე წუთზე დაჰლმა საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო 70-ე წუთზე ვენელებიდან თავი მბუიმ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი




