ბერიძის საგოლე პასი უნგრეთში

0
17

გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ მაისურით ამ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-3 ტურში „უიპეშტი“, რომელშიც შემტევი ნახევარმცველი ბერიძე თანამემამულე მცველ დავით კობოურთან ერთად გამოდის, შინ „პაკშთან“ 1:2 დამარცხდა.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ზუსტი პასი მატკოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. ბერიძე 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კობოურმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ბერიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ასევე ერთი საგოლე გადაცემაა. „უიპეშტი“ 4 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი