გოჩოლეიშვილის პირველი მატჩი „ჰამბურგში“

0
15

გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში წელს დაბრუნბულ „ჰამბურგში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ახალი სეზონის დაწყებამდე, ჰამბურგელებმა ამხანაგური შეხვედრა ესპანეთის „მალიორკასთან“ ჩაატარეს და 0:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის „შახტარმა“ გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, გერმანელებს მისი უკრაინული კლუბიდან გამოსყიდვის უფლება აქვთ.
MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედმა” სტუმრად “მონრეალთან” ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი