ბერნარდუ სილვა კარიერას „რეალში“ განაგრძობს

0
3

ბერნარდუ სილვა მადრიდის „რეალში“ ითამაშებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ნახევარმცველი ესპანურ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდება.
პორტუგალიელი „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება, რადგან „მანჩესტერ სიტისთან“ ხელშეკრულება ამოეწურა და კლუბი დატოვა. ის მანჩესტერელთა რიგებს 2017 წლის ზაფხულიდან იცავდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 449 მატჩში 76 გოლი გაიტანა.
მან „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი