საფრანგეთის ლიგა 1-ში ახალი სეზონის დაწყებამდე, „მეცმა“, რომელსაც ამ ზაფხულს გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი შეურთდნენ, სტუმრად ამხანაგური თამაში „ჰოფენჰაიმთან“ ჩაატარა.
გერმანელებმა ფრანგები არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხეს – 8:0. „მეცის“ სასტარტოში საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა. ჩვენი 21-წლამდელების ექსგარემარბი აბუაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. გუნდებმა 90 წუთის ამოწურვის შემდეგ, დამატებით კიდევ 30 წუთი ითამაშეს. აბუაშვილმა 115-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახოფათოდ შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
ლაშა თაბაგარი





