საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარმა „თელავმა“ 7 ფეხბურთელი დაიმატა და ამდენივე გაუშვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 7 ახალი ფეხბურთელი დაიცავს.
რატი მჭედლიშვილი – დაიბადა: 17.06.2002; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: ლოკომოტივი (თბილისი).
არჩილ დათუაშვილი – დაიბადა: 05.03.2004; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: კოლხეთი 1913 (ფოთი).
ზურაბ გიგაშვილი – დაიბადა: 20.11.2001; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: კავალა (საბერძნეთი).
ნიკოლოზ ყიფიანი – დაიბადა: 25.01.1997; ამპლუა: ნახევარმცველი.
გიორგი ჩხეტიანი – დაიბადა: 20.02.2003; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: დინამო (თბილისი).
ჯოზეფ კაკარა – დაიბადა: 22.09.2002; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: დიკგოსი (სამხრეთ აფრიკა).
ინიგო მარტინი – დაიბადა: 24.05.1999; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: სანტა კოლომა (ანდორა).
ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც – ჩვენი გუნდის მეკარეებს კვლავაც თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ფიზიოთერაპევტი ზაურ ნადირაძე იქნება.
საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა – ფირუზ მარაქველიძე, თემურ გოგნაძე, გიორგი უბილავა, ნიკოლოზ გოზალიშვილი, ავთანდილ ღაღვიშვილი, განელი ნუჰუ ბაბა და ნიგერიელი ფრენსის ანიანვუ კარიერას სხვაგან გააგრძელებენ.
გუნდიდან ასევე წავიდნენ მეკარეების მწვრთნელი ჯაბა სამსონია და ფიზიოთერაპევტი გიორგი კეკელია“.
ლაშა თაბაგარი





