როდრი: „ბარსელონაში“ თამაში ჩემი ოცნებაა“

0
2

ესპანეთის ნაკრების კაპიტნის როდრის ოცნება „ბარსელონაში“ თამაშია. მან ამის შესახებ ბარსელონაში კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მიხარია, რომ ჩამოვედი. დაძაბული დღეები იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდა. აქ ყოფნა ძალიან მიხარია. ჩემთვის „ბარსელონაში“ თამაში ოცნებაა. მსურს რაც შესაძლოა სწრაფად შევხვდე თანაგუნდელებს, რომელთა უმრავლესობას უკვე ვიცნობ. ასე რომ დროა მთელი ძალა ჩემპიონთა ლიგის და ყველა ტურნირის მოსაგებად დავხარჯო, რომლებში თამაშიც გველოდება“ – აღნიშნა 30 წლის ფეხბურთელმა.
როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. მან მანჩესტერელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 298 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 32 საგოლე პასი გააკეთა. ესპანელმა „სიტის“ მაისურით ინგლისის პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ, ხოლო ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ფიფამ  მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი დაასახელა, რომელიც მანამდე ევროპის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
როდრიმ 2024 წელს ევროპის პირველობა მოიგო, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა. ის ესპანეთის ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. ცნობისთვის, როდრიმ კარიერა „ვილიარეა;ში“ დაიწყო, სადაც 2015-2018 წლებში 47-ჯერ ითამაშა და 1 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი