კარლუშ კეირუში ომანის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია იუწყება.
72 წლის ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს კატარის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, რომლიდან 2023 წლის დეკემბერს დაითხოვეს.
კეირუში საკლუბო დონეზე ლისაბონის „სპორტინგს“ და მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებდა, სანაკრებო დონეზე პორტუგალიას ორჯერ, სამხრეთ აფრიკას, ირანს ორჯერ, კოლუმბიას და ეგვიპტეს ხელმძღვანელობდა.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში ომანის ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ომანელებს არსებობის ისტორიაში მუნდიალზე ჯერ არ უასპარეზიათ.
ლაშა თაბაგარი





