ლუკა მოდრიჩი „მილანს“ შეურთდა. ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა იტალიურ კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კონტრაქტი რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. ის „მილანში“ 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ხორვატი „რეალში“ 2012 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 597 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
მან ესპანეთის ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, უეფას სუპერთასი 5-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო საკონტინეტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





