„შახტარმა“ ფინელები გაანადგურა – აზაროვი და გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს

0
20

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ფინეთის „ილვესი“ 6:0 გაანადგურა.
დონეცკელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ 4 გოლი გაიტანეს. აზაროვი სათადარიგო იყო და არ უთამაშია, ხოლო იჯარის ამოწურვის შემდეგ დანიის „კოპენჰაგენიდან“ დაბრუნებული გოჩოლეიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.
მოლდოვის „პეტროკუბი“, რომელსაც აწ გარდაცვლილი ცნობილი ქართველი მწვრთნელის თემურ მახარაძის შვილი შოთა მახარაძე წვრთნის, სტუმრად მალტის „ბირკირკარასთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს.
კონფერენს ლიგაში საპასუხო შეხვედრები 17 ივლისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი