დირკ შუსტერი: “თამაშმა უკეთესის სურვილი დამიტოვა”

0
24

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “ორდაბასისთან” ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია, მაგრამ თავისი ფეხბურთელების თამაშმა უკეთესის სურვილი დაუტოვა. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ “ორდაბასისთან” 4:3 მოგებულ მატჩის მერე განაცხადა, რომელსაც ქუთაისელები ორჯერ აგებდნენ.
დირკს შუსტერი: “შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თვითონ თამაშმა უკეთესის სურვილი დამიტოვა. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რომლითაც მეტოქემ ისარგებლა და ვიმუშავებთ, რომ საპასუხო მატჩში მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
კოხრეიძეს და ღუდუშაურს ტრავმის გამო გარკვეული დრო გაუცდათ. დღეს მათ 90 წუთი თამაში არ შეეძლოთ და გამოვიყენეთ იმდენი ხნით, რამდენიც შესაძლებელი იყო. ნელ-ნელა ორივე ფეხბურთელი ფიზიკურ კონდიციებს სრულად აღიდგენს და მომდევნო მატჩებში მეტად დაგვეხმარებიან.
დღეს მოგება გვახარებს, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია და სამუშაო ბევრია. წინ კიდევ მინიმუმ 90 წუთია – კარგად უნდა მოვემზადოთ საპასუხო მატჩისთვის”.
“ტორპედო” ყაზახეთში საპასუხო მატჩს 17 ივლისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი