კიელინი „ლოს ანჯელესის“ თანამფლობელი გახდა

0
19

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ექსკაპიტანი ჯორჯო კიელინი MLS საფეხბურთო კლუბ „ლოს ანჯელესის“ თანამფლობელი გახდა.
ის „ლოს ანჯელესში“ 2022-2023 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 1 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. მან ლოს ანჯელესელებთან ერთად MLS რეგულარული ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ამჟამად, კიელინი „იუვენტუსის“ საფეხბურთო სტრატეგიის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.
კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წელს „ფიორენტინადან“ გადავიდა 7,7 მილიონი ევროს სანაცვლოდა. მან ტურინელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 559 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა. 37 წლის კიელინიმ „იუვესთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო, ხოლო თასს და სუპერთასს 5-ჯერ დაუფლა.
ის „სკუადრა აძურაში“ 2004-2022 წლებში გამოდიოდა და 117 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. კიელინიმ შარშან იტალიელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი