„იუვენტუსი“ „ლილის“ საუკეთესო ბომბარდირს იმატებს

0
10

ჯონათან დევიდი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელი ტურინელებთან კონტრაქტს 2030 წლის ივნისამდე გააფორმებს,
კანადის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ლილთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა.
ის ფრანგულ კლუბში 2020 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 232 მატჩში 109 გოლი გაიტანა. ის ბოლო 4 სეზონი „ლილის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო.
თავის დროზე დევიდი ბელგიის „გენტში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი