ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელი ჟოაო პედრო „ბრაიტონიდან“ შეიძინა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2033 წლამდე გააფორმა და გუნდს აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში „პალმეირასთან“ მატჩის წინ შეუერთდება.
„ბრაიტონმა“ ჟოაო პედროს სანაცვლოდ 58,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ის ბრაიტონელებში 2023 წლის მაისში ჩაირიცხა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 70 მატჩში 30 გოლი გაიტანა. ჟოაო პედრომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 3-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
