„ტორონტომ“ ინსინიე და ბერნადერსკი გაუშვა

0
3

იტალიის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველებმა ლორენცო ინსინიემ და ფედერიკო ბერნადერსკიმ „ტორონტო“ დატოვეს. AP-ს ინფორმაციით ორივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ისინი კანადულ კლუბში 2022 წლიდან გამოდიოდნენ.
34 წლის ინსინიემ მიმდინარე სეზონში „ტორონტოს“ რიგებში MLS-ში ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ბერნარდესკიმ 15 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა მიითალა.
ინსინიე MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო, ვიდრე ლიონელ მესი “ინტერ მაიამიში” გადავიდოდა. ის წელიწადში 15,4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ბერნადერსკის ხელფასი წელიწადში 6,3 მილიონი დოლარი იყო. ორივე იტალიელის ანაზღაურება “ტორონტოს” სახელფასო ფონდის 64 პროცენტს შეადგენდა.
ლაშა თაბაგარი