დიოკერეში „არსენალს“ შეუთანხმდა

0
28

ვიქტორ  დიოკერეში ლონდონის „არსენალს“ კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლონდონელებთან კონტრაქტს 2030 წლის ივნისამდე გააფორმებს. დიოკერეშის თავის რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა იმ კლუბში გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს იუარა.
27 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში ლისაბონის „სპორტინგის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. მას პორტუგალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი