გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 37 წლის მცველმა სლოვაკურ კლუბს თავისი მომავალი კიდევ ერთი წლით დაუკავშირა.
კაშია „სლოვანში“ 2021 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 165 მატჩში 13 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. ის სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ ოთხჯერ გახდა. გარდა ამისა, არაერთხელ ითამაშა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი
