საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის თქმით, იცოდნენ რომ „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება ევერსტზე ჟანგბადის გარეშე ასვლის ტოლფასი იქნებოდა. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში „მანჩესტერ სიტისთან“ 4:3 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ რაღაც ექსტრაორდინალურის გაკეთება მოგვიწია. კარგად ვიცოდით „მანჩესტერ სიტი“ რამდენად კარგია გუნდია და გათავისებული გვქონდა, რომ ეს ევერსტზე ჟანგბადის გარეშე ასვლის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ საუცხოოდ გამოვიყურებოდით. გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და მოგება დავიმსახურეთ“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს ჟურნალისტი პოლ ჰერსტი.
ცნობისთვის, “ალ ჰილალი” პირველი აზიური კლუბია, რომელმაც ოფიციალურ მატჩში ევროპულს აჯობა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში „ალ ჰილალი“ ბრაზილიის „ფლუმინენსეს“ შეხვდება, რომელმაც მილანის „ინტერს“ 1:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი
