„პორტუს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო ფარიოლი იქნება, რის შესახებ პორტუგალიური მედია იუწყება.
36 წლის იტალიელი გასულ სეზონში ამსტერდამის „აიაქსს“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჩემპიონის მოპოვების შანსი ბოლო ტურებში დაკარგა და ოქროს მედლები პსვ-მ მოიგო.
ფარიოლი „პორტუში“ მარტინ ანსელმის შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით „დრაკონებმა“ 2024-2025 წლების სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს, ხოლო აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გავიდნენ და პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.
ლაშა თაბაგარი
