პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.
1/8-ფინალში მიუნხენელები ბრაზილიის „ფლამენგოს“ დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. მატჩის მე-6 წუთზე გერმანელებმა კუთხური ჩააწოდეს და პულგარმა თავით ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა. სამ წუთში კეინმა ბრაზილიელ ფეხბურთელს ბურთი აართვა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. 33-ე წუთზე გერსონმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 41-ე წუთზე ლეონ გირეცკამ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით „ფლამენგოს“ კარი აიღო. 55-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 73-ე წუთზე კეინმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში 41 გოლი გაიტანა – 26 გერმანიის ბუნდესლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაში, ერთი გერმანიის თასზე, ხოლო სამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.
პსჟ -„ბაიერნის“ შეხვედრა 5 ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
