საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლორია თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. 39 წლის გოლკიპერმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა. მან გასული სეზონი კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის არადიპოუს “ომონიაში” გაატარა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე ბერძნულ ოფიში და “ოლიმპიაკოსში”, რუსეთის “კრილია სოვეტოვსა” და “ანჟიში”, გერმანულ “მაგდებურგში” ასპარეზობდა. მან საქათველოს ეროვნულ გუნდში 79 მატჩი ჩაატარა.
ლორია გარდა “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი ლომთაძე შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი თბილისურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გააფორმა.
მისი ბოლო კლუბი ისრაელური “ბნეი იეჰუდა” იყო, თუმცა რეგიონში გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნაადრევად შეწყდა.
ლომთაძე “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს “გაგრას”, “სამტრედიას” და თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა.
ლაშა თაბაგარი





