კვარა მესის: „თქვენთან ერთად ამ გამოსვლის გაზიარება ნამდვილი სიამოვნება იყო“

0
10

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში „ინტერ მაიამისთან“ 4:0 გამარჯვების შემდეგ, პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტან ლიონელ მესისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„თქვენთან ერთად ამ გამოსვლის გაზიარება ნამდვილი სიამოვნება იყო“ – დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა.
2024-2025 წლების სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ და პსჟ-ს შემადგენლობაში საერთო ჯამში 48 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 13 გოლის გატანის გარდა, 11 საგოლე პასი გააკეთა. მან საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 24 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი