„ბოტაფოგო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
5

რენატო პაივა „ბოტაფოგოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
55 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ბრაზილიურ კლუბს 2025 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მას აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში „პალმეირასთან“ 0:1 მარცხი არ აპატიეს. მანამდე, პაივა ეკვადორის „ინდეპენდიენტე დე ლა ვალეს“, მექსიკის „ტოლუკას“ და „ლეონს“, ასევე ბრაზილიის „ბაიას“ ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ „ბოტაფოგომ“ შარშან ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო, ასევე არსებობის ისტორიაში პირველად კოპა ლიბერტადორესს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი