ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში მიმდინარე ზაფხულში პირველი გოლი გაიტანა. გრაცელებმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში პირველი ამხანაგური მატჩი ავსტრიის რეგიონალიგის ბინადარ „გლაისდორფს“ შეხვდა და 6:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ითამაშა და 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა – საჯარიმოში ბურთი მიიღო და შემოტრიალებით მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა.
29 წლის კიტეიშვილმა გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან ავსტრიის თასზე 3-ჯერ ითამაშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე გამართულ 7 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
მან ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე მიჯრით მეორედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი
