ნიკოლას ოტამენდიმ ლისაბონის „ბენფიკასთან“ ახალი კონტრაქტი დადო, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 37 წლის მცველმა ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე დადო. ის ლისაბონურ გრანდში 2020 წლიდან გამოდის და თითოჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის სუპერთასი, ასევე პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო.
მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 231 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ოტამენდიმ 2009 წლიდან დღემდე არგენტინის ეროვნულ გუნდში 126-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა – მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ, ხოლო სამხრეთ ამერიკის პირველობა ორჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი




