„ბრენტფორდმა“ მთავარ მწვრთნელად კიტ ენდრიუსი დანიშნა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
44 წლის ირლანდიელმა სპეციალისტმა ტომას ფრანკი შეცვალა, რომელმაც ლონდონის „ტოტენჰემთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ენდრიუსი „ბრენტფორდში“ 2024 წლის ზაფხულიდან სტანდარტულების მწვრთნელად მუშაობდა. მანამდე, ის „შეფილდ იუნაიტედში“, „მილტონ-კეინს დონსში“ და ირლანდიის ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.
გასულ სეზონში „ბრენტფორდმა“ 20-გუნდიან პრემიერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





