ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ლატვიის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი საგოლე პასი გააკეთა. მე-20 ტურში მოქმედი ჩემპიონი „რიგასი“ სტუმრად „იელგავას“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
ოდიშარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე კარგი ფინტით მცველს გაცდა, რის შემდეგ საჯარიმოში პასი იკაუნიეკს გაუკეთა, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ოდიშარიამ 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 84-ე წუთზე შეცვალეს.
მან ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 5 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
