ჰოლანდის 300

0
12

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ყველა ტურნირში 300 გოლი გაიტანა.
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „სიტიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ 5:2 დაამარცხა და შეცვლაზე შესულმა ჰოლანდმა მეტოქის კარი 52-ე წუთზე აიღო, რის შემდეგ ანგარიში 4:1 გახდა.
24 წლის ჰოლანდმა ნორვეგიის „მიოლდეში“ თავი 20-ჯერ გამოიჩინა, ავსტრიის „ზალცბურგში“ – 29-ჯერ, დორტმუნდის „ბორუსიაში“ – 86-ჯერ, „მანჩესტერ სიტიში“ – 123-ჯერ, ხოლო ნორვეგიის ეროვნულ გუნდში – 42-ჯერ.
მან მიმდინარე სეზონში 47 თამაშში მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო.
„სიტიმ“ ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო – 13 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. მანჩესტერელები 1/8-ფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი