ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული ვლადიმერ მამუჩაშვილი გულშემატკივრებს კლუბის წარმატებისთვის მაქსიმალურად დახარჯვას პირდება.
„ქუთაისელ გულშემატკივარს ერთს ვპირდები: კლუბის წარმატებისთვის მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯები!” – იუწყება ქუთაისელთა პრესსამსახური 27 წლის ნახევარმცველის ნათქვამს.
მამუჩაშვილმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. ის ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქუთაისელებმა მისი კონტრაქტი ტირასპოლის “შერიფიდან” გამოისყიდეს.
მამუჩაშვილი თბილისის “იბერია 1999”-ის (ყოფილი “საბურთალო”) აღზრდილია, რომელთან ერთად 2018 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო.
მან 2019 წელს ბათუმის „დინამოს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 222 მატჩში 52 გოლი გაიტანა, პლუს 25 საგოლე პასი გააკეთა. მან “დინამოს” მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 2-ჯერ გაიმარჯვა. მამუჩაშვილმა ჩვენ ეროვნულ გუნდში 12-ჯერ ითამაშა.
მან „შერიფში“ 24-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გატანის გარდა, 6 საგოლე პასი გააკეთა. მამუჩაშვილმა გასულ სეზონში ტირასპოლელებთან ერთად მოლდოვის თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





