დიეგო ლონგო: „ქართული ფეხბურთით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი“

0
5

გორის „დილას“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო საქართველოთი და ქართული ფეხბურთით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. მან ამის შესახებ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის „იბერიასთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
დიეგო ლონგო: „საქართველოთი და ქართული ფეხბურთით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. რა თქმა უნდა, „დილაში“ დანიშვნამდე ვნახე როგორც ჩვენი, ასევე სხვა გუნდების თამაშების ჩანაწერები, მაგრამ ცოცხლად ნანახით უფრო კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება მოგებას, ეს მცირე დროში ჩემი და სამწვრთნელო სტაფის მიერ გაწეული მუშაობის შედეგი იყო. თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალში უფრო მეტი წარმატება იქნება.
პირველივე მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებაში, უპირველესად, შრომა და ბრძოლისუნარიანობა დაგვეხმარა, რასაც „დილას“ გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში იხილავს“.