„ტორპედოს“ ხორვატი მცველი შეუერთდა

0
6

ქუთაისის „ტორპედომ“ ხორვატი ცენტრალური მცველი მატეი სიმიჩი დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელმა ქუთაისელებთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
სიმიჩმა 2024-2025 წლების სეზონი რუმინეთის „სეპსიში“ გაატარა, სადაც 14-ჯერ ითამაშა.
მანამდე, ის ხორვატის „დუგოპოლიეში“, ესპანეთის „ამორებიეტაში“, „ლიეიდაში“, „ლოგრონიესში“, „ნუმანსიაში“ და ბულგარეთის „კრუმვოგრადში“ გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს „ტორპედო“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ „სპაერს“ დაუპირისპირდება, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია.
ლაშა თაბაგარი