დიეგო ლონგო: “დილა” ყოველთვის პირველობისთვის იბრძოლებს”

0
9

გორის “დილას” იტალიელ მთავარ მწვრთნელს დიეგო ლონგოს აზრით, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში დღეს თბილისის “იბერიასთან” გასამართი მატჩი კარგი შანსია იმის საჩვენებლად, რომ მისი ფეხბურთელების ყოველთვის პირველობისთვის იბრძოლებენ.
დიეგო ლონგო: “ს იყო ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი მიუხედავად მცირე დროისა, მოგეხსენებათ მე და ჩემი ასისტენტი სულ 2 კვირაა რაც აქ ვართ, მაგრამ ვვარჯიშობთ ძალიან ინტენსიურად, კმაყოფილი ვარ ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულებით.
ამ მცირე პერიოდში ვხედავ მოთამაშეების გაორმაგებულ ენთუზიაზმსა და მონდომებას რათა მალე აუღონ ალღო იმ ფილოსოფიას, რომლის დანერგვაც გუნდში მსურს და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.
რაც შეეხება იბერიას ჩვენ ვეთამაშებით გუნდს რომელიც არის ჩემპიონატის ლიდერი ამ მომენტისთვის და მათთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს. პირადად ჩემს განწყობას რაც შეეხება ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები ვნახო იმის შედეგი რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. ხვალინდელი თამაში მსურს იყოს სიგნალი იმის რომ დილა ყოველთვის პირველობისთვის იბრძოლებს.
მე ვიცი რომ საკმაო პერიოდი გავიდა ბოლო ტიტულის მოგებიდან, 10 წელი არ არის მცირე დრო და ზუსტად ეს გვიორმაგებს მოტივაციას და გვავალდებულებს რომ 100 % ით დავიხარჯოთ მოედანზე.
ეს ძალიან კარგი შანსია როგორც გუნდისთვის ასევე ჩემთვის რომ გუნდის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ და გამიხარდება თუ ამის ერთ ერთი შემოქმედი ვიქნები.
მე ვიცი რომ ჩვენს გუნდს არ აკლია გულშემატკივარი და დიდი იმედი მაქვს რომ ისინი დაგვეხმარებიან დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში.
მათ ვპირდები რომ ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ ვიქნებით გუნდი რომელიც მშვიდად უყურებს როგორ იგებს ტიტულს სხვა”.
ლაშა თაბაგარი