“დინამო” “პიუნიკს” დაუზავდა – კაკაშვილი ინგლისელს აკვირდება

0
7

თბილისის “დინამომ” ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კლუბის პრესსამსახურის ინფრმაციით ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილები “დინამო არენაზე”, საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხურ “პიუნიკს” შეხვდა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. თბილისელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს – თერთმეტმეტრიანი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.
“დინამომ” გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა. გუნდს კიევის “დინამოდან” ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაუბრუნდა. გუნდშია ახალგაზრდა შემტევი ირაკლი სირაძე, რომლის შესახებაც მწვრთნელები ახლო მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ასევე პორტუგალიიდან “დინამოს” დაუბრუნდა ახალგაზრდა მეკარე მათე საური. ვინგერად კი როლანდ აარონსმა იასპარეზა, რომელიც ამჟამად სინჯებზეა და მის შესახებაც გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებენ.
იამაიკური წარმოშობის ინგლისელი ნახევარმცველი 29 წლის გახლავთ. მას ინგლისური პრემიერლიგის, ჩემპიონშიპის და შოტლანდიური პრემიერლიგის გამოცდილება უმაგრებს ზურგს.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 29 ივნისს “ურარტუსთან” ჩაატარებენ.
“დინამო” – “პიუნიკი” 1:1
დინამო (პირველი ტაიმი): სიკაჩი, გვასალია, შათირიშვილი, ასუნსეუ, ხარებაშვილი, ნინუა, ფეიქრიშვილი, აფციაური, აარონსი, ჩხეტიანი, სირაძე.
(მეორე ტაიმი): საური, ბერელიძე, ახალკაცი, ოდიკაძე, პოტალოვი, შაშიაშვილი, როდრიგესი, სადღობელაშვილი, სალია, წულაია.
ლაშა თაბაგარი