ნეიმარი „სანტოსში“ 7,5 მილიონს მიიღებს

0
2

„სანტოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ნეიმარის ხელფასი 7,5 მილიონი ევროს იქნება. ამის შესახებ ბრაზილიური გამოცემა UOL Esporte.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 33 წლის თავდამსხმელმა „სანტოსთან“ მიმდინარე წლის ბოლომდე დადო ხელშეკრულება, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას ავტომატურად გააგრძელებენ.
ფიქსირებული ხელფასის გარადა, ახალი კონტრაქტის თანახმად ნეიმარი საიმიჯო უფლებებისთვის დამატებით ბონუსებს მიიღებს, რაც წინა კონტრაქტის თანახმად გათვალისწინებული არ იყო.
ნეიმარი „სანტოსში“ 2025 წლის იანვარში საუდის არაბეთის „ალ ჰილალიდან“ დაბრუნდა და ბრაზილიურ კლუბში ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი