ლიონელ მესი MLS-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადია

0
11

არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ინტერ მაიამის” კაპიტანი ლიონელ მესი ზედიზედ მეორე წელიწადი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ MLS-ის მოთამაშეთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მაისისთვის ფეხბურთელების კონტრაქტებით გათვალისწინებული ხელფასების მონაცემები მეტყველებს.
ამ შემთხვევაში გათვალისწინებული მოთამაშის საბაზო ხელფასი და საშუალო წლიური გარანტირებული კომპენსაცია, რომელშიც საბაზისო ხელფასთან ერთად, კონტრაქტის მოქმედების ვადაში გათვალისწინებული სხვადასხვა ბონუსები შედის.
38 წლის მესის საბაზისო ხელფასი 12 მილიონი დოლარია, ხოლო გარანტირებული ბონუსებით მისი ანაზღაურება 20,4 მილიონი დოლარია. ის ორივე მაჩვენებლით ლიდერია.
MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“) – 20,4 მილიონი დოლარი.
2. ლორენცო ინსინიე („ტორონტო“) – 15,4 მილიონი.
3. სერხიო ბუსკეტსი („ინტერ მაიამი“) – 8,8 მილიონი.
4. მიგელ ალმირონი („ატლანტა იუნაიტედი“) – 7,9 მილიონი.
5. ირვინ ლოსანო („სან დიეგო“) – 7,6 მილიონი.
6. ფედერიკო ბერნარდერსკი („ტორონტო“) – 6,3 მილიონი.
7. ემილ ფორსბერგი („ნიო იორკ რედ ბულზი“) – 6,03 მილიონი.
8. ხორდი ალბა („ინტერ მაიამი“) – 6 მილიონი.
9. რიკი პუჩი („ლოს ანჯელეს გელექსი“) – 5,8 მილიონი.
10. ჯონათან ბამბა („ჩიკაგო ფაიერი“) – 5,6 მილიონი.

  1. ლაშა თაბაგარი