კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ნასრთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
20

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ნასრთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საუდის არაბეთის კლუბს თავისი მომავალი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
„ახალი თავი იწყება. იმავე მიზანი და ჟინი მაქვს. მოდით ისტორია ერთად დავწეროთ“ – ასე გამოეხმაურა 40 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელში „ალ ნასრთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას.
რონალდუ „ალ ნასრში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა. მან არაბული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 105 მატჩში 93 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი