ლობჟანიძის საგარეო მარცხი

0
22

„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის MLS-ის მორიგ ტურში სტუმრად “კოლამბუს ქრიუსთან” 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ.
“ქოლამბუსიდან” ანგარიში 23-ე წუთზე ანდრეს ერერამ გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე ატლანტელები რასელ-როუმ დაამწუხრა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლი შეასრულა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ლენონმა გაიტანა.
30 წლის ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში “ატლანტა იუნაიტედში” 19-ჯერ ითამაშა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ატლანტელები 17 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი