„დილა“ სუპერთასის პირველი ფინალისტია

0
17

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის 2025 წლის სუპერთასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტის გორის „დილაა“. იტალიელი მთავარი მწვრთნელის დიეგო ლონგოს სადებიუტო შეხვდრაში გორელებმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერია“ დაამარცხეს.
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული მატჩის მე-19 წუთზე მეტოქის მახევარზე მყოფმა იური ტაბატაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და ორ მეურვეს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესულმა მეკარისგან შორეულ კუთხეში ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა 1:0.
ანგარიშის გახსნიდან წუთიც არ გასულა, რომ მალელმა აბუბაქარ კონტემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და ზუსტი პასი გაუკეთა თბილისელთა საჯარიმოში კონგოელ დეო ბასინგას, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:1.
32-ე წუთზე ტაბატაძე „დილას“ საჯარიმოშ მარჯვნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ტაიმის ბოლოს წუთზე ოთარ ფარულავამ დაიწყო შეტევა და მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, თვითონ დაასრულა თავური დარტყმით, თუმცა, გიორგი მაკარიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შესულმა ნიკა ხორხელმა ორჯერ ინდივიადუალური გარღვევის შემდეგ კარში დაახლოებით 22-23 მეტირდან დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ.
59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შესული ოთარ ფარულავა „იბერიას“ ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა – 1:2.
67-ე წუთზე თბილისელთა შეტევის დროს ტაბატაძემ თითქმის საჯარიმოს ხაზოდან დაარტყა და დავით კერესელიძემ ნახტომში მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
75-ე წუთზე „დილამ“ კუთხური ჩააწოდა და პორტუგალიელი მცველის პედრო მენდეშის თავურის მერე, „იბერია“ გოლის გაშვებას მაკარიძემ გადაარჩინა.
79-ე წუთზე ფარულავამ თბილისელთა ნახევარზე სურინამელ დორასო კლასს გაექცა და 25 მეტრიდან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში თბილისელთა შეტევის დროს, ზურაბ რუხაძემ ძალიან ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„დილა“ 2 ივლისს გასამართ ფინალში თავის მეტოქეს დაელოდება, ხოლო ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერიას“ ყველა ტურნირში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. „იბერიამ“ 2024 წლის 18 სექტემბერის შემდეგ მარცხის გემო არ იცოდა.
სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ხვალ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი“ შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ „სპაერი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერია.

ლაშა თაბაგარი