შოთა არველაძე ისევ თურქეთში იმუშავებს

0
11

შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის ბინადარ “ქასიმფაშას” გაწვრთნის, რის შესახებ სტამბოლური კლუბის პრესსამსახური იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების 52 წლის ექსფორვარდმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და ცნობილი თურქი ფეხბურთელი ბურაქ ილმაზი შეცვალა.
არველაძე “ქასიმფაშას” 2012-2015 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო გასული წლის მარტიდან, როდესაც “ქარაგიუმრუქიდან” გაუშვეს უმუშევარი იყო. ის ცოტა ხნის წინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისის “ლოკომოტივის” ბორდის წევრი გახდა.
ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (26 გოლი) კარიერის დასრულების შემდეგ, ასევე თურქეთუს “ქაისერისფორს” და “ტრაბზონსფორს”, ისრაელის თელ-ავივის “მაკაბის”, უზბეკეთის ტაშკენტის “ფახთაქორს” და ინგლისის ჩემპიონშიფის “ჰალ სიტის” უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი