მამუჩაშვილი „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს

0
24

ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელმაც ტირასპოლის „შერიფში“ ახალი სეზონი დუბლით დაიწყო, კარიერას ქუთაისის „ტორპედოი“ გააგრძელებს. მოლდობურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ 27 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს.
რადგან ბათუმის “დინამოსთან” ხელშეკრულება ამოეწურა.
მამუჩაშვილი თბილისის “იბერია 1999”-ის (ყოფილი “საბურთალო”) აღზრდილია, რომელთან ერთად 2018 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო.
მან 2019 წელს ბათუმის „დინამოს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 222 მატჩში 52 გოლი გაიტანა, პლუს 25 საგოლე პასი გააკეთა. მან “დინამოს” მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 2-ჯერ გაიმარჯვა. მამუჩაშვილმა ჩვენ ეროვნულ გუნდში 12-ჯერ ითამაშა.
მან „შერიფში“ 24-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გატანის გარდა, 6 საგოლე პასი გააკეთა. მამუჩაშვილმა გასულ სეზონში ტირასპოლელებთან ერთად მოლდოვის თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი