პოლ პოგბა კარიერას საფრანგეთის „მონაკოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
32 წლის ნახევარმცველმა მონაკოელებს თავისი ბედი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტისადოპინგო წესის დარღვევისთვის.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მომგები და ფინალში ხორვატიასთან გოლის გამტანმა ფეხბურთელმა ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრა და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შეუმცირეს. მას 2025 წლის მარტის თვიდან თამაშის უფლება აქვს.
პოგბა „იუვენტუსის“ გარდა, ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





