კონფერენს ლიგაში “ტორპედოს” და “დილას” მოწინააღმდეგეები ცნობილია

0
9

უეფას კონფერენს ლიგის 2025-2026 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის ქუთაისის “ტორპედოს” და “დილას” მეტოქეები ცნობილია.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ “ტორპედო” ყაზახეთის “ორდაბასის” შეხვდება, ხოლო “დილა” ლუქსემბურგის “რასინგ უნიონს”. ქუთაისელები პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებენ, ხოლო გორელები – სტუმრად.
ცნობისთვის, “ტორპედო” “ორდაბასის” 2019-2020 წლების სეზონში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და ორივე თამაში წააგო – შინ 0:2, ხოლო გასვლაზე 0:1.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე “სპაერი” გამათაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 17 ივლისს.
ლაშა თაბაგარი