“იბერიას” მეტოქე ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა

0
23

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერის თბილისის “იბერიას” მეტოქე ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლევან კორღალიძის გუნდი შვედეთის “მალმიოს” შეხვდება. პირველ თამაშს “იბერია” თბილისში გამართავს.
“მალმიომ” შვედეთის ჩემპიონატი 24-ჯერ მოიგო რაც რეკორდია, ხოლო თასს 16-ჯერ დაეუფლა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, შვედეთის სუპერთასი 2-ჯერ აიღო. “მალმიო” 1978-1979 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც ინგლისის “ნოტინგემ ფორესტთან” 0:1 წააგო.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 8-9 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 15-16 ივლისს.
თუ “იბერია” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშება, მაშინ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი