კაკა: „მესი გენიალურია, მაგრამ რონალდუ ყველაზე სრულყოფილია“

0
5

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ კაკას მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მესისთან შედარებით კრიშტიანუ რონალდუს უფრო ეკუთვნის.
„მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება არაფერს ცვლის. მე ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ისტორიაში საუკეთესო არ ვარ. მესი გენიალურია, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი კრიშტიანუ რონალდუა“ – იუწყება „მილანისა“ და „რეალის“ ექსფეხბურთელის ნათქვამს Give me Sport.
40 წლის რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ ერთა ლიგა მოიგო. 37 წლის მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ერთხელ გაიმარჯვა, სამხრეთ ამერიკის პირველობაზე – ორჯერ, ხოლო ერთხელ ოლიმპიადა მოიგო.
ლაშა თაბაგარი